რუდი გარსია: "აი ამიტომ შევცვალე დღეს კვარა" » სპორტის ხაზი

რუდი გარსია: "აი ამიტომ შევცვალე დღეს კვარა"

რუდი გარსია: "აი ამიტომ შევცვალე დღეს კვარა"
25-09-2023, 01:03
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-5 ტურში "ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრა, მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

შეხვედრის 76-ე წუთზე რუდი გარსიამ ქართველი შემტევი ელიფ ელმასით შეცვალა. აღნიშნულის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ისაუბრა:

"სათადარიგო სკამზეც ბრწყინვალე ფეხბურთელები მყავს, აქცენტს მხოლოს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებზე არ ვაკეთებ. წინ ბევრი მატჩი გველოდება, ამიტომ, მთელი შემადგენლობის გამოყენებას ვეცდები. ბედნიერი ვარ კვარას გამო, რადგან მან ბრწყინვალედ ითამაშა, ხვიჩამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთები სტკიოდა და არ მინდოდა მისი დაკარგვა გამერისკა" - განაცხადა გარსიამ.

5 ტურის შემდეგ "პარტენოპეი" მე-7 ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი