"განუწყვეტლივ ამას აკეთებს" - კვარაცხელიას თამაშს იტალიელები აფასებენ » სპორტის ხაზი

"განუწყვეტლივ ამას აკეთებს" - კვარაცხელიას თამაშს იტალიელები აფასებენ

"განუწყვეტლივ ამას აკეთებს" - კვარაცხელიას თამაშს იტალიელები აფასებენ
25-09-2023, 00:19
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" მორიგი უსახური თამაში გვაჩვენა, იტალიელებმა "ბოლონიასთან" უგოლო ფრე ითამაშეს. ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერიამ 188 დღეს მიაღწია.

იტალიური მედიისგან ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა ასეთი შეფასებები დაიმსახურა:

"ტუტომერკატოვები" "დააგვიანა, როცა შორეული ძელი უნდა ჩაეხურა. მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას. რაღაცას ქმნის, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. ნახევარი ქულით მეტი დაიმსახურა საჯარიმოში პასისთვის, რომელსაც პენალტი მოჰყვა".

"კალკიომერკატო" "შეფასების ნაწილი სენსაციურად განიავებული მომენტის გამო დაკარგა. ბევრჯერ იაქტიურა, მაგრამ ცოტა ზედმეტად არაზუსტი იყო. ნაპოლი ბოლონიას საჯარიმომდე მიჰყავდა. მისი შეცვლა აუხსნელია".

"კალკიომერკატო" - "კიდევ ერთხელ უგოლოდ, მაგრამ ამჯერად შესამჩნევია, რომ პროტაგონისტობის სურვილი აქვს და ეს ხშირად გამოსდიოდა".

"კალკიონაპოლი" :1926 "კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ტაიმში ოდნავ ქრებოდა, მაგრამ გარსია მართალია: მას უგოლობა ხელს უშლის, რომ უფრო თავისუფალი გონებით ითამაშოს".

"ტუტონაპოლი": "განუწყვეტლივ უმიზნებს მეტოქეს და ბოლონიას საჯარიმოს, გოლი აკლია და დარტყმას დაჟინებით ცდილობდა, ალბათ, მეტისმეტადაც. თუმცა, მის აქტიურობას მოჰყვა პენალტი".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი