შენგელიას ტიტული იტალიაში - იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოგებულია » სპორტის ხაზი

შენგელიას ტიტული იტალიაში - იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოგებულია

შენგელიას ტიტული იტალიაში - იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოგებულია
24-09-2023, 22:55
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სუპერთასის ფინალში "ბრეშა" გაანადგურა (97:60) და ამ ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

ჩვენი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთში მის ანგარიშზე 15 ქულა და 12 მოხსნა იყო. თორნიკემ ჩააგდო 3-დან 3 ორქულიანი, ასევე 5-დან 3 სამქულიანი, მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელაც არ დაჯარიმებულა.

შენგელიას "ვირტუს ბოლონია" მეტოქეს პირველივე მეოთხედში 17 ქულით აჯობა, დიდ შესვენებამდე "ბრეშამ" სხვაობის 13 ქულამდე დაყვანა მოახერხა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გუნდი 37 ქულით დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი