იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩას არც დღეს მისცა სრული სათამაშო დრო და ქართველი შემტევი 76-ე წუთზე შეცვალა, მის ნაცვლად კი მოედანზე ელიფ ელმასი შემოიყვანა.
ფრანგმა სპეციალისტმა ამ სეზონში პირველად, მატჩის 86-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენიც შეცვალა, რაზეც ნიგერიელ ფორვარდს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და ეს საჯაროდაც გამოხატა.
ცნობისთვის, წინა მატჩებში, როცა რუდი გარსია ხვიჩას ცვლიდა, ქართველი მოთამაშეც უკმაყოფილებას ემოციურად და საჯაროდ გამოხატავდა, ახლა ქართველს მხარი ოსიმენმაც აუბა - ფაქტია, რუდი გარსია "ცუდ დღეშია".
იხილეთ ვიდეო: