ნიდერლანდური მედია: "მიქაუტაძე სატრანსფერო ფასს ვერ ამართლებს" » სპორტის ხაზი

ნიდერლანდური მედია: "მიქაუტაძე სატრანსფერო ფასს ვერ ამართლებს"

ნიდერლანდური მედია: "მიქაუტაძე სატრანსფერო ფასს ვერ ამართლებს"
24-09-2023, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ამსტერდამის "აიაქსის" ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გიორგი მიქაუტაძის შეძენა იყო, თუმცა ქართველის ნიდერლანდური კარიერა არც ისე კარგად დაიწყო.

ნიდერლანდური მედია მიქაუტაძის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. პრესა "აიაქსის" სპორტულ ხელმძღვანელობას მიქაუტაძის ტრანსფეროს გამო აკრიტიკებს:

"ზაფხულში "აიაქსმა" 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ხშირად გუნდის გადახდილი ფული იმაზე მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთელი იმსახურებდა. მაგალითად, გიორგი მიქაუტაძე, ჩუბა აკპომი და კარლოს ფორბსი.

ავიღოთ გიორგი მიქაუტაძე - "მეცმა" გიორგის 10 მილიონიანი სატრანსფერო ღირებულება დაადო, თუმცა, საბოლოო ჯამში, "აიაქსმა" 16 მილიონი გადაუხადა ფრანგულ გუნდს",
- წერს მედია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი