Gazzetta: "გარსია ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებს" » სპორტის ხაზი

Gazzetta: "გარსია ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებს"

Gazzetta: "გარსია ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებს"
23-09-2023, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას სეზონი ისე არ დაიწყო, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა. ბევრის აზრით, ამაში თავისი წვლილი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამაც ითამაშა.

იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:

"კვარაცხელია იმ მოთამაშეებს შორისაა, რომლებმაც გარსიას ხელმძღვანელობით, ჯერჯერობით, ვერ გაიბრწყინეს. გარსიამ "ჯენოასთან" მატჩში ძერბინის შანსი მისცა და სათადარიგო სკამს ანიშნა, რომ თუ დაიმსახურებდნენ, შანსს მიიღებდნენ, მაგრამ ეს კვარაცხელიას ხარჯზე გააკეთა, რაზეც ხვიჩას რეაქცია ურყოფითი იყო. ამით გარსიამ შეცდომა დაუშვა.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს, მაგრამ, ამ ეტაპზე, ხვიჩას შესაძლებლობებში ეჭვის შესატანად არასწორი დროა და ამით გარსია შეცდომას უშვებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ხვიჩას."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი