"შვეულებას 2 კვირით გადააცილა და საქართველოში აღარ ბრუნდება" - რა ხდება ულად-ომარ იმრანის საქმეზე » სპორტის ხაზი

"შვეულებას 2 კვირით გადააცილა და საქართველოში აღარ ბრუნდება" - რა ხდება ულად-ომარ იმრანის საქმეზე

"შვეულებას 2 კვირით გადააცილა და საქართველოში აღარ ბრუნდება" - რა ხდება ულად-ომარ იმრანის საქმეზე
21-09-2023, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

25 წლის ნიდერლანდელ ნახევარმცველ ულად-ომარ იმრანს დინამო თბილისის დატოვება სურს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელმა გუნდს ოჯახური პრობლემების მიზეზით განთავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება სთხოვა. დინამო თბილისიდან თხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ იმრანმა შვებულებას 2 კვირა გადააცილა და საქართველოში არ ბრუნდება, კლუბს ეუბნება რომ კორონავირუსი აქვს.

როგორც Geo Team-სთვის ცნობილია, ნიდერლანდელ შემტევს ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევას ვარიანტი გამოუჩნდა, რის გამოც საქართველოში დაბრუნება არ სურს და დინამო თბილისს კონტრაქტის გაწყვეტას თხოვს - ამ მომენტისთვის აღნიშნულ საკითხზე იურისტები მუშაობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.