AreaNapoli: "ცალსახაა, რომ ხვიჩა უგოლო სერიას განიცდის" » სპორტის ხაზი

AreaNapoli: "ცალსახაა, რომ ხვიჩა უგოლო სერიას განიცდის"

AreaNapoli: "ცალსახაა, რომ ხვიჩა უგოლო სერიას განიცდის"
21-09-2023, 09:47
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი "ბრაგასთან" გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ქართველი გარემარბისთვის ეს შეხვედრაც უშედეგო აღმოჩნდა.

რუდი გარსიამ კვარაცხელია მატჩის 66-ე წუთზე შეცვალა. ცნობილი ნეაპოლური გამოცემა AreaNapoli კვარას შეხვედრას გამოეხმაურა:

"აშკარაა, რომ ხვიჩას მატჩზე მეტი გავლენის მოხდენა სურდა. მას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, რამდენიმე კარგი მომენტით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ცალსახაა, რომ ის უგოლო სერიას ძალიან განიცდის.

კვარაცხელიას საკუთარი თავის განბლოკვა ესაჭიროება, იმისთვის, რომ გასული სეზონის მსგავსად აღმაფრთოვანებელ ფორმას დაუბრუნდეს"
, - წერს იტალიური გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი