"ის ხეზე იმალებოდა, როცა ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა", - უცნობი ისტორია ქეცბაიაზე » სპორტის ხაზი

"ის ხეზე იმალებოდა, როცა ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა", - უცნობი ისტორია ქეცბაიაზე

"ის ხეზე იმალებოდა, როცა ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა", - უცნობი ისტორია ქეცბაიაზე
20-09-2023, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

თემურ ქეცბაიას ყოფილმა გუნდელმა "ნიუკასლში", სტივ ჰოუიმ, ქართველი ექს-ფეხბურთელის შესახებ უცნობი და საინტერესო ისტორია გაიხსენა.

როდესაც "კაჭკაჭები" რუდ გულიტმა ჩაიბარა, ფეხბურთელები ფეინთბოლის სათამაშოდ წავიდნენ. ჰოუი ამბობს, რომ ქეცბაია მის მოწინააღმდეგე გუნდში აღმოჩნდა:

"ორ გუნდად გავიყავით და დავიმალეთ. ყველაფერი მორჩა, თუმცა თემურის პოვნა მაინც ვერ შევძელით, ის კომუფლიაჟის ნამდვილი ექსპერტი აღმოჩნდა.

უკან ვბრუნდებოდით, თამაში დასრულებული იყო, როდესაც ხეებიდან ქეცბაია ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა და დაიყვირა - "მოკვდით, ინგლისელო ღორებო". ყველა ვეუბნებოდით, რომ თამაში მორჩა, თუმცა ქეცბაიამ გვიპასუხა, რომ დასრულებული არაფერი იყო და რუდ გულიტს ეძებდა, რათა მისთვისაც ესროლა.

ქართველები ემოციური და ფიცხი ხალხია",
- განაცხადა სტივ ჰოუიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი