ლევან სალუქვაძე: "ჩაკვეტაძის მამამ გიორგის "ბაიერნში" ტრანსფერზე იუარა" » სპორტის ხაზი

ლევან სალუქვაძე: "ჩაკვეტაძის მამამ გიორგის "ბაიერნში" ტრანსფერზე იუარა"

ლევან სალუქვაძე: "ჩაკვეტაძის მამამ გიორგის "ბაიერნში"  ტრანსფერზე იუარა"
20-09-2023, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წლის წინ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ "გენტში" გაიყიდა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს სხვა არაერთი შეთავაზებაც ჰქონდა.

სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ლევან სალუქვაძე "სარბიელის" პოდკასტში და ამბობს, რომ გიორგის მამამ მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერი იუარა:

"იმ დროს თბილისში "ბაიერნის" ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ის მე დამეკონტაქტა და შეხვედრა დამინიშნა, თუმცა ეს ჯერ ოფიციალური წინადადება არ იყო, საუბარია მხოლოდ წინასწარ მოლაპარაკებებზე.

მან მითხრა, რომ ჩაკვეტაძის თამაშს კარლო ანჩელოტიმ და კარლ ჰაინც რუმენიგემ უყურეს და მისით დაინტერესებულნი არიან. რუმინიგეს პირადადაც ვისაუბრე, და მითხრა, რომ თუ ჩაკვეტაძის ტრანსფერი შედგებოდა, VIP ლოჟაში სამუდამოდ მექნებოდა ადგილი გარანტირებული.

კლუბებს შორის შეთანხმების შემდეგ, საქართველო - ჩეხეთის მატჩზე მივედით და მამამისს გავესაუბრეთ, რომელმაც ტრანსფერზე უარი თქვა, ხოლო მიუნხენურმა მხარემ ვაჭრობაზე უარი განაცხადა. მამამისი "ბაიერნში" ტრანსფერზე ვერ დავიყოლიეთ, მისი არგუმენტი კი ის იყო, ჩემი შვილი "ბაიერნში" ვერ გაიზრდებაო.",
- განაცხადა სალუქვაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი