ტუხელი: "ჩემპიონთა ლიგაზეც და სხვა ყველა ტურნირზე ჩვენი მიზანი ეს იქნება" » სპორტის ხაზი

ტუხელი: "ჩემპიონთა ლიგაზეც და სხვა ყველა ტურნირზე ჩვენი მიზანი ეს იქნება"

ტუხელი: "ჩემპიონთა ლიგაზეც და სხვა ყველა ტურნირზე ჩვენი მიზანი ეს იქნება"
19-09-2023, 22:03
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპნძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკლუბო ტურნირი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც. ჩემთვის პრივილეგიაა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ცხადია გარკვეულ ზეწოლასაც ვგრძნობ.

ხვალ ვიწყებთ ტოპ მატჩით - მომდევნო შეხვედრებიც ჯგუფში ძალიან სახიფათო და მნიშვნელოვანია, ამიტომ სრული კონცენტრაცია დაგვჭირდება. გვინდა ყველა ტურნირზე მაქსიმუმი გავიღოთ და რაც შეიძლება წინ წავიდეთ
", - განაცხადა ტუხელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.