იტალიური მედია: "გარსიას სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო აქვს" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "გარსიას სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო აქვს"

იტალიური მედია: "გარსიას სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო აქვს"
19-09-2023, 16:06
Aa Aa
გაზიარება:

წინა სეზონში ტრიუმფის შემდეგ "ნაპოლის" წლევანდელი სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად იწყება, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მედია და გულშემატკივრები რუდი გარსიას მოიაზრებენ.

la Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ ამ ყველაფრის გამო, აურელიო დი ლაურენტისი ძალიან გაბრაზებულია და ფრანგ სპეციალისტს სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დროს აძლევს:

"დი ლაურენტისის უკმაყოფილება "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ დაიწყო, ამის შემდეგ პრეზიდენტი გარსიას ძალიან ხშირად ესაუბრება და ხანდახან საუბარი შეურაცხმყოფელიც კია.

დი ლაურენტისი გარსიას სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დროს აძლევს, ამიტომ შეიძლება "ბრაგასთან" შეხვედრა გარსიასთვის ერთ-ერთი ბოლო შანსიც იყოს",
- წერენ იტალიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი