"შახტარის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილსა და აზაროვზე დიდ იმედებს ვამყარებთ" » სპორტის ხაზი

"შახტარის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილსა და აზაროვზე დიდ იმედებს ვამყარებთ"

"შახტარის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილსა და აზაროვზე დიდ იმედებს ვამყარებთ"
19-09-2023, 12:19
Aa Aa
გაზიარება:

19 სექტემბერს დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის ჩემპიონთა ლიგური დებიუტი შედგება.

უკრაინული გუნდი H ჯგუფში "პორტოს" დაუპირისპირდება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის გამო "შახტარი" საშინაო შეხვედრას ჰამბურგში ჩაატარებს.

უკრაინელთა თავკაცმა პატრიკ ვან ლეუვენმა მატჩის წინ ქართველ ლეგიონერებზეც ისაუბრა:

"გოჩოლეიშვილი და აზაროვი თავს კარგად გრძნობენ. მათ სეზონის სტარტიდან ვიცნობ და მომწონს მათთან მუშაობა. მართალია, ორივე მათგანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, მაგრამ ჩვენ გვყავს უკრაინელებიც, რომლებმაც ასევე ითამაშეს ნაკრებში.

ჩვენ ყველაფერზე ვზრუნავთ, ხოლო ირაკლისა და გიორგიზე მომავალში დიდ იმედებს ვამყარებთ",
- განაცხადა პატრიკ ვან ლეუვენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი