სერია A-ს გასულ ტურში ინტერმა საკუთარ მოედანზე მილანს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა - აღნიშნულ შეხვედრას მოგვიანებით მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლაც გამოეხმაურა, რომელმაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი დაამარცხა.
"სიმართლე გითხრათ, თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ როცა იტალიის ორი გამორჩეული გუნდის დერბი ანგარიშით 5:1 სრულდება, უკვე ყველაფერი ნათქვამია.
ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია - მათთან შარშან ურთულესი ფინალი გვქონდა და ვფიქრობ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან", - განაცხადა გვარდიოლამ.