"მეგონა ვარჯიშს ვუყურებდი, 45 წლის კაცს ჰგავს" - "იუნაიტედს" კრიტიკა არ აკლდება » სპორტის ხაზი

"მეგონა ვარჯიშს ვუყურებდი, 45 წლის კაცს ჰგავს" - "იუნაიტედს" კრიტიკა არ აკლდება

"მეგონა ვარჯიშს ვუყურებდი, 45 წლის კაცს ჰგავს" - "იუნაიტედს" კრიტიკა არ აკლდება
18-09-2023, 16:36
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ აგბონლაჰორი "იუნაიტედის" მარცხს "ბრაიტონთან" გამოეხმაურა. ვეტერანმა ფორვარდმა "მანიუ" გააკრიტიკა.

"სიმართლე გითხრათ, მეგონა სავარჯიშო მატჩს ვუყურებდი, "ბრაიტონს" დაცვიდან ამოსვლა საერთოდ არ უჭირდა, მომენტებსაც მარტივად ქმნიდნენ, კაზემირო სირბილისას 45 წლის კაცს ჰგავს, ამ შეხვედრაში იმდენაც ცუდი იყო, რომ ტენ ჰაგი იძულებული გახდა მის ნაცვლად 18 წლის ჰანიბალ მეჟრბი შემოეყვანა.
ალბათ, მოედანზე მარტინესის ნაცვლად, რომ მაგუაიერს ეთამაშა, დღეს ყველა მას გააკრიტიკებდა" - განაცხადა "ასტონ ვილას" ყოფილმა მოთამაშემ

5 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი