იოახიმ ლიოვი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში? » სპორტის ხაზი

იოახიმ ლიოვი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში?

იოახიმ ლიოვი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში?
18-09-2023, 16:13
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს აქამდე გერმანელი შტეფან კუნტცი იკავებდა, რომელიც იაპონიასთან მარცხის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თურქები ევრო 2024-ის შესარჩევში 5 მატჩის შემდეგ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილს იკავებენ , ასევე 10 ქულა აქვს ჯგუფის ლიდერ ხორვატიას.

თურქული პრესის ინფორმაციით, თურქები ახალ მთავარ მწვრთნელს ამ კვირაში წარადგენენ. ერთ-ერთ ფავორიტად გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მოიაზრება, რომელმაც 2014 წელს გერმანიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. კანდიდატია იტალიელი ვინჩენცო მონტელაც.

დიდი შანსია, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფის ეტაპის ფინალში სწორედ თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი