ცნობილია - რატომ ჩაიშალა ბელინგემის "პსჟ"-ში ტრანსფერი » სპორტის ხაზი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა ბელინგემის "პსჟ"-ში ტრანსფერი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა ბელინგემის "პსჟ"-ში ტრანსფერი
17-09-2023, 22:41
Aa Aa
გაზიარება:

ჯუდ ბელინგემი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალში" გადავიდა და მისი ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა.

Le Parisien იტყობინება, რომ იქამდე ინგლისელი ნახევარმცველი "პსჟ"-ში გადასვლასთან იყო ახლოს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელის წარმომადგენლები კლუბს დაუკავშირდნენ და ტრანსფერის შესაძლებლობაზე ჰქონდათ მოლაპარაკებები, თუმცა, საბოლოოდ, პარიზულმა გუნდმა ბელინგემზე თავად თქვა უარი.

საქმე ისაა, რომ "პსჟ"-მ ბელინგემის ნაცვლად ფსონი უორენ-ზაირე ემერიზე დადეს, რის გამოც ჯუდის გადმოყვანა გადაიფიქრეს.

როგორც ირკვევა, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ემერის სახით ბელინგემის დონესთან მიახლოებული ფეხბურთელი გუნდს უკვე ჰყავდა, ამიტომ ზაირეს განვითარების შანსი მისცეს.

საბოლოოდ, ჯუდი 106 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სამეფო კლუბში" ჩაირიცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი