ლაშა მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი გახდა, თუმცა ქართველი ძალოსანი ტურნირზე ტრავმირებული გამოვიდა.
საქმე ისაა, რომ მას მაჯის ტრავმა აწუხებდა, რის შესახებაც განცხადება ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა გააკეთა:
"საღამომშვიდობის ! 🇬🇪
უამრავი ადამიანი მიგზავნის შეტყობინებას ლაშას მაჯის ტრავმასთან დაკავშირებით...
გპასუხობთ: პირველადი შემოწმებით ადგილი აქვს მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის დაჭიმვას და მსუბუქ დაჟეჟილობას....
დეტალურად გვეცოდინება როგორც კი გავივლით სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას თბილისში..
აქვე აღვნიშნავ, რომ ლაშა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ჯანმრთელად....
სამწუხაროდ 4 დღის წინ, საუდის არაბეთში, დაემართა ე.წ კენჭის გავლა თირკმელიდან, რის გამოც მოგვიწია 1 დღის კლინიკაში გატარება, უამრავი ანალიზის და სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, მათშორის გამაყუჩებლების...
ამ ფაქტმა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იმოქმედა სპორტსმენის შესაძლებლობებზე...
მადლობა ღმერთს, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა!
ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!
წინ, პარიზის ოლიმპიური თამაშებისკენ! 🥰😍🤩🇬🇪🏋♂️🥇", - წერს გიორგი.