ლობჟანიძე "ატლანტას" ისტორიაში შევიდა - საბას 2 ასისტი მესის გუნდის წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

ლობჟანიძე "ატლანტას" ისტორიაში შევიდა - საბას 2 ასისტი მესის გუნდის წინააღმდეგ

ლობჟანიძე "ატლანტას" ისტორიაში შევიდა - საბას 2 ასისტი მესის გუნდის წინააღმდეგ
17-09-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გამთენიისას MLS-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ჩვენთვის საინტერესო საბა ლობჟანიძის "ატლანტასა" და ლეო მესის "ინტერ მაიამის" დაპირისპირებაა, რომელიც ქართველის გუნდმა 5-2 მოიგო.

სანაკრებო პაუზიდან ჩამოსულ არგენტინელ მეგავარსკვლავს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რითიც "ატლანტამ" მშვენივრად ისარგებლა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის მოედანზე ცვლილებაზე შემოვიდა და 2 ასისტი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით საბა ამერიკული გუნდის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ აქამდე "ატლანტას" არცერთ ცვლილებაზე შემოსულ ფეხბურთელს ერთ მატჩში 2 ასისტი არ გაუკეთებია, რაც სწორედ ლობჟანიძემ შეძლო.

საბას გუნდი 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.