კიტეიშვილი: "ვერც კი დავინახე, ბურთი კარისკენ რომ წავიდა" » სპორტის ხაზი

კიტეიშვილი: "ვერც კი დავინახე, ბურთი კარისკენ რომ წავიდა"

კიტეიშვილი: "ვერც კი დავინახე, ბურთი კარისკენ რომ წავიდა"
17-09-2023, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "ზალცბურგთან" ქულები გაიყო - შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა, ხოლო კიტეიშვილმა შეიძლება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლიც კი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა მედიასთან ისაუბრა:

"ვერც კი დავინახე, ბურთი რომ კარისკენ წავიდა, დიდებული გოლი გამოვიდა.

"ზალცბურგთან" ურთულესი თამაში გვქონდა, პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის 25 წუთი კარგები ვიყავით, შემდეგ მეტოქემ გვაჯობა, ხოლო თამაშის შედეგი სამართლიანია.

სულ მალე ევროპა ლიგაზე "სპორტინგს" შევხვდებით, აქ კი კიდევ უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ. დღეს კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ "სპორტინგთან" ამაზე მეტია საჭირო",
- განაცხადა კიტეიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი