რამდენიმე დღის წინ პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო, რის გამოც მას 4-წლით ფეხბურთიდან მოკვეთა ემუქრება.
სწორედ ამიტომ, იტალიური მედია იტყობინება, რომ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსმა" ფრანგ ნახევარმცველთან კონტრაქტი გაწყვიტოს. ამ საკითხზე "ბებერი ქალბატონის" ახალმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ ისაუბრა:
"ნამდვილად არასასიამოვნო სიტუაციაა. ჩვენ განმეორებითი ანალიზის შედეგებს ველოდებით, რის შემდეგაც მოთამაშის აგენტთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ "იუვენტუსსა" და პოლ პოგბას შორის თანამშრომლობა გაწყდეს", - განაცხადა ჯუნტოლიმ.