ბელგიური მედია: "მიქაუტაძე რაღაცით ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც ჰგავს" » სპორტის ხაზი

ბელგიური მედია: "მიქაუტაძე რაღაცით ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც ჰგავს"

ბელგიური მედია: "მიქაუტაძე რაღაცით ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც ჰგავს"
16-09-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძეს ცოტა ხნის წინ ამსტერდამის "აიაქსში" დებიუტი ჰქონდა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

მიუხედავად ამისა, ბელგიური მედია ქართველი ფორვარდის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს - Eleven Sports მიქაუტაძის თაობაზე სტატიას აქვეყნებს:

"ის ნამდვილი გოლების მანქანა და მკვლელია, რომელიც მცირე შანსსაც არ უშვებს ხელიდან. შეიძლება, გიორგი მისი ეგოიზმის გამო გააკრიტიკოთ, მაგრამ როდესაც მის გოლებს ნახავთ, ამას ყურადღებას აღარ მიაქცევთ. ის ფორვარდის პოზიციაზე უნდა ათამაშონ, რადგან ყველაზე ეფექტური სწორედ აქაა.

მიქაუტაძე ყოველთვის თავდაჯერებულია და რაღაცით ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც მაგონებს. მისი კიდევ ერთი ნაკლი შეიძლება იყოს, რომ არ არის "შავი მუშა", თუმცა ამის გამოსასწორებლად დიდი დრო აქვს.

მიქაუტაძე სისწრაფის და ტექნიკის ხარჯზე ფლანგზეც საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გიორგი კლასიკური ცენტრფორვარდია. "აიაქსში" უფრო სწრაფი ტემპია და უფრო მაღალი დონეც, თუმცა გიორგის შესაძლებლობები ცალსახაა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი