მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე? - რას წერს ნიდერლანდური მედია » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე? - რას წერს ნიდერლანდური მედია

მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე? - რას წერს ნიდერლანდური მედია
15-09-2023, 22:47
Aa Aa
გაზიარება:

17 სექტემბერს ამსტერდამის "აიაქსი" ერედივიზიონის მომდევნო ტურში "ტვენტეს" დაუპირისპირდება.

ნიდერლანდური მედია იტყობინება, რომ შესაძლოა გიორგი მიქაუტაძე აღნიშნულ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან შეხვდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Algemeen Dagblad ავრცელებს - ადგილობრივი მედია მიქაუტაძის დებიუტით იმედგაცრუებულია:

"მიქაუტაძე ძალიან პომპეზურად გადმოიყვანეს და საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადეს, მაგრამ მე მისი დებიუტით იმედგაცრუებული ვარ. რას იზამს ახლა სტეინი? დატოვებს მას სასტარტოში? ჩემი აზრით, შეიძლება ის აკპომით ჩაანაცვლოს.

ამჟამად შემადგენლობაში მხოლოდ 5 ფეხბურთელია, რომლებსაც სასტარტო შემადგენლობა გარანტირებული აქვთ: გორტერი, სუტალო, ჰატო, ბერგვინი და ბერგჰუისი. სხვა პოზიციებზე ამსტერდამელების მთავარ მწვრთნელს სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევს",
- წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი