ბრიტანული მედია: გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ძირითადს უახლოვდება » სპორტის ხაზი

ბრიტანული მედია: გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ძირითადს უახლოვდება

ბრიტანული მედია: გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ძირითადს უახლოვდება
15-09-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდში" გადავიდა, თუმცა "ირმებმა" ჩემპიონშიფის სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყეს და სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზე არიან.

შაბათს ჩაკვეტაძის გუნდი "ბირმინგემს" დაუპირისპირდება, აქ კი ქართველს უფრო გაზრდილი სათამაშო დროით ელიან. ადგილობრივი გამოცემა Footballleagueworld იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში ჩაკვეს სასტარტოში ხილვა საკმაოდ რეალისტურია:

"მილეტა რაიოვიჩი ფორვარდის პოზიციაზე საკმაოდ კარგად თამაშობს, მაგრამ "უოტფორდის" მწვრთნელი ჯერ კიდევ ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობის ძიებაშია, რომელიც გუნდს გამარჯვების გზაზე დააბრუნებს.

სავარაუდოდ, "უოტფორდის" შემტევი ტრიო "ბირმინგემთან" უცვლელი დარჩება, მაგრამ უახლოეს მომავალში გიორგი ჩაკვეტაძესაც სასტარტოში ელიან. ის ამ პოზიციას უახლოვდება",
- წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი