იუნაიტედში პრობლემები არ მთავრდება - კლუბმა სანჩო მთავარი გუნდიდან მოკვეთა » სპორტის ხაზი

იუნაიტედში პრობლემები არ მთავრდება - კლუბმა სანჩო მთავარი გუნდიდან მოკვეთა

იუნაიტედში პრობლემები არ მთავრდება - კლუბმა სანჩო მთავარი გუნდიდან მოკვეთა
14-09-2023, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედმა ჯეიდონ სანჩო პირველ გუნდს ჩამოაშორა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინგლისელი შემტევი გუნდმა დისციპლინალური დარღვევის გამო დასაჯა.

პარალელურად კი, სანამ საკითხი ბოლომდე გადაწყდება, სანჩო ინდივიდუალურად განაგრძობს მომზადებას.

უკვე იწერება იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელი იანვრის თვეში წითელ ეშმაკებს დატოვებს, თუმცა მეტი კონკრეტული ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

ცნობისთვის, 2021 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა სანჩო დორტმუნდიდან 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა, ტრანსფერმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი