ნაპოლის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშე გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გახდა - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 30 წლის დი ლორენცომ სერია ა-ს სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.
ნაპოლი მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს, ჯენოას წინააღდეგ გამართავს.