"ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და ტრავმა მიიღო" - მორაგბე მსოფლიო თასზე » სპორტის ხაზი

"ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და ტრავმა მიიღო" - მორაგბე მსოფლიო თასზე

"ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და ტრავმა მიიღო" - მორაგბე მსოფლიო თასზე
14-09-2023, 16:44
Aa Aa
გაზიარება:

შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობს, მოთამაშე იშვიათი მიზეზის გამო დაკარგა.

მორაგბემ პირველი მატჩი ითამაშა, სასტუმროში დაბრუნებულს კი არ გაუმართლა.

დევიდ ჩერი კიბეზე ჩადიოდა, როდესაც ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და ტვინის შერყევა მიიღო. ირკვევა, რომ შოტლანდიელს მინიმუმ 12 დღით უქმობა მოუწევს, სამწვრთნელო შტაბი კი გარისკვას აღარ აპირებს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ნაკრების ასეთი მიზეზის გამი დატოვება ძალიან სამწუხაროა. კარგი ისაა, რომ მსოფლიო თასზე ერთი თამაშის ჩატარება მაინც მოვასწარი. შოტლანდიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ" – განაცხადა ტრავმირებულმა მორაგბემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი