რომან დოლიძემ რობერტ უიტეკერი ოქტაგონზე გამოიწვია » სპორტის ხაზი

რომან დოლიძემ რობერტ უიტეკერი ოქტაგონზე გამოიწვია

რომან დოლიძემ რობერტ უიტეკერი ოქტაგონზე გამოიწვია
14-09-2023, 16:21
Aa Aa
გაზიარება:

რომან დოლიძესთან ბრძოლას დერეკ ბრანსონი ჩაეხსნა, ხოლო მოახლოებული ღონისძიებისთვის ქართველი სპორტსმენი მეტოქეს ეძებს.

დოლიძემ ტვიტერის თავის ოფიციალურ გვერდზე თავისი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი, რობერტ უიტეკერი გამოიწვია. მისი თქმით, მზადაა, უიტეკერის წინააღმდეგ წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს იჩხუბოს.

"სამწუხაროდ, დერეკ ბრანსონი დაპირისპირებას ჩაეხსნა. რობერტ, გავიგე, რომ წლის ბოლომდე ბრძოლა გსურს, მოდი, ჩვენ ვიჩხუბოთ! ნოემბერში ანაც დეკემბერში. თუ უიტეკერი არა, იქნებ ჯარედ კანონიერი მაინც დამთანხმდეს ჩემს გამოწვევაზე," - დაწერა 35 წლის სპორტსმენმა ტვიტერზე.

ცოტა ხნის წინ უიტეკერმა განაცხადა, რომ დივიზიონში რომან დოლიძე იმ იშვიათ სპორტსმენებს შორისაა, რომლის წინააღმდეგაც არ უჩხუბია და ქართველთან დაპირისპირებას განიხილავს. სწორედ ამას გამოეხმაურა დღეს დოლიძე ტვიტერის საშუალებით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.