"ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ" - ზუროსის ინტერვიუ ბერძნულ გამოცემასთან » სპორტის ხაზი

"ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ" - ზუროსის ინტერვიუ ბერძნულ გამოცემასთან

"ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ" - ზუროსის ინტერვიუ ბერძნულ გამოცემასთან
13-09-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი საბერძნეთში გაემგზავრა. გამოცემა „გაზეტასთან“ ინტერვიუში მან საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.

შეძელით სტერეოტიპების დამსხვრევა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობისას?

"როდესაც უცხოეთში მუშაობთ, უნდა გაიცნოთ კულტურა, ტრადიციები, ხალხის ფილოსოფია, რომ შემდეგ მოახერხოთ მათ ტყავში შეძრომა. ანუ უნდა შეგეძლოთ იმ განსხვავებების გარჩევა, რაც ახალი ქვეყნისა და თქვენს კულტურაშია. ეს ადაპტაციისთვის კარგ საფუძველს მოგცემთ.

8 წლის განმავლობაში იყო ბევრი სირთულე. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე ძალიან ნიჭიერი გუნდი იყო. თუმცა მალე კარიერა დაასრულა რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა: ზაზა ფაჩულიამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ. მანუ ახლა ჩემი ასისტენტია, ვიქტორი – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

მათი გამოკლების შემდეგ შევეცადეთ რეზერვით შეგვევსო, მაგრამ საქართველოში საბერძნეთთან და მსგავს ქვეყნებთან შედარებით ნაკლები რესურსია."


ქართველები როგორი ხალხია? თქვენი ტემპერამენტი მოდის შესაბამისობაში?

"ქართველებსა და ბერძნებს ბევრი საერთო გვაქვს. ქართველებს ფეთქებადი ხასიათი აქვთ, მძაფრად აღიქვამენ იმედგაცრუებას და იოლად სწევენ თამასას, ზოგჯერ იმის გაუცნობიერებლად, რას მივაღწიეთ. ამ თემაზე თორნიკე შენგელიასთან მქონდა საუბარი. მის სიტყვებს არასოდეს დავივიწყებ: ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ – მითხრა. მართლაც ასე იყო: გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე ამ გუნდს რეალურად შეეძლო. ძალიან წინ წავედით. არ ვიცი, გაიგო თუ არა მსოფლიომ, რას მივაღწიეთ."

"ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ" - ზუროსის ინტერვიუ ბერძნულ გამოცემასთან

ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე

ყველაზე მეტად რომელი შეტყობინება დაგამახსოვრდათ მსოფლიო ჩემპიონატის დასულების შემდეგ?

"37 წელია მწვრთნელად ვმუშაობ. ჩემი პირველი ქომაგი ჩემი ოჯახია. როგორც წესი, წაგებაში დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელია. ოჯახის წევრები რთულ პერიოდშიც ჩემს გვერდით არიან და წარმატებაც ყველაზე მეტად უხარიათ."

- ზაფხულში საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ითამაშებს. თქვენ იქ იქნებით?

"საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში შევიდა. ეს დიდი მიღწევაა. შემდეგში რა მოხდება, არ ვიცი. ველოდებით, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა შეადგენს სამომავლო გეგმას. განსაზღვრავს, რა გზით წავა ნაკრები, წავა იმ გზით, რითაც ახლა მიდის, თუ აირჩევს გაახალგაზრდავების გზას. ამ თემაზე ფედერაციის ხელმძღვანელებს ველაპარაკე. როდესაც გაახალგაზრდავების გეზს იღებ, 1-2 წელი მაღალ შედეგს ვერ მოითხოვ. ეს გააკეთა ესტონეთმა, რომელიც 30-40 ქულით აგებდა, თუმცა ახლა ყველა ნაკრებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. კარგი გუნდი დადგა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი