"განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ" - სანიოლი » სპორტის ხაზი

"განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ" - სანიოლი

"განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ" - სანიოლი
13-09-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა

"ფეხბურთელები დღეს ფოკუსირებულები იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. გვქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, თუმცა ცვლილების შედეგად მეორე ნახევარი უკეთესი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება. არა მხოლოდ უახლოეს თამაშებში, არამედ ჩვენი დიდი მიზნის მისაღწევად მარტში გასამართ პლეი-ოფში. ასეთ თამაშებში ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით“.
- განაცხადა ფრანგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.