საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში "მეცი" "სოშოს" დაუპირისპირდა და არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა - 0:0
მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ქართველი ფეხბურთელი უკვე მე-5 შეხვედრაა მეტოქის კარის აღებას ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "მეცი" 15 ქულით მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გუნდი 24 ოქტომბერს "ჰავრის" წინააღმდეგ გამართავს, სადაც მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.