"მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ" - სვანაძე » სპორტის ხაზი

"მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ" - სვანაძე

"მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ" - სვანაძე
13-09-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ორ ტურში ორიდან ორი გამარჯვება მოიპოვა.

მოლდოვას დამარცხების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. თამაშში იყო ძალიან კარგი ეპიზოდები, მაგრამ რიგ მომენტებში არეულები ვიყავით, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია. ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო, რეალურად, ფეხბურთელები ეცნობიან ფილოსოფიას, თუ რას ვითხოვთ მათგან, ჩვენც ვეცნობით ფეხბურთელებს და თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ამ ორ თამაშს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 6 ქულა მოვიპოვეთ. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან დროის გასვლასთან ერთად ეს გუნდი უფრო შეთამაშდება, არის სერიოზული რესურსი და ვეცდებით, რომ ეს რესურსი ისე გამოვიყენეთ, რომ კონკურენცია გავუწიოთ იმ გუნდებს, რომლებიც ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად მიიჩნევიან". - განაცხადა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავკაცმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი