საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებისთვის 2023 წელი წარმატებულად დაიწყო. მათ გუშინ მოლდოვას 3:2 სძლიეს და მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ.
მოლდოვასთან ანგარიში 24-ე წუთზე ჯანიკო გიორგაიამ გახსნა, მალევე გიორგი ქურდაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა შემდგომ ერთი გოლი გაქვითეს. 34-ე წუთზე თოფურიამ ქართველების მხრიდან მესამე ბურთი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი მოლდოველმა მოთამაშეებმა საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირეს.
მომდევნო მატჩი ხვალ, კვლავ მოლდოვას წინააღმდეგ გაიმართება. 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაფიო შეხვედრა ბელგიასთან 7 მარტს შედგება.