"ამ ყველაფრის გამო უფრო დამაფასებდნენ" - ჯოკოვიჩი » სპორტის ხაზი

"ამ ყველაფრის გამო უფრო დამაფასებდნენ" - ჯოკოვიჩი

"ამ ყველაფრის გამო უფრო დამაფასებდნენ" - ჯოკოვიჩი
12-09-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის თქმით, ის რომ სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, გაცილებით მეტი დაფასება ექნებოდა, სერბეთის სახელით გამოსვლის გამო კი, მას შესაბამისად არ აფასებენ.

"ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მსურს. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: სერბეთიდან რომ არ ვიყო, ჩემს მიღწევებზე გაცილებით მეტს ისაუბრებდნენ და წლების წინ დამაფასებდნენ, განსაკუთრებით, დასავლეთში. თუმცა, ესეც ჩემი გზის ნაწილია. მადლობა ღმერთს, რომ სერბეთიდან ვარ. ეს მეტ რწმენასა და იმედს მაძლევს, ჩემი ტიტულები კი კიდევ უფრო ტკბილი ხდება".


აშშ-ს ღია პირველობის ფინალში ჯოკოვიჩმა რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და კარიერის განმავლობაში დიდი სლემის რიგით 24-ე ტურნირი მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი