"41 წლამდე თამაშს და ოლიმპიადაზე მონაწილეობას აპირებს" - ნოვაკის მწვრთნელი ჩოგბურთელის მომავალზე » სპორტის ხაზი

"41 წლამდე თამაშს და ოლიმპიადაზე მონაწილეობას აპირებს" - ნოვაკის მწვრთნელი ჩოგბურთელის მომავალზე

"41 წლამდე თამაშს და ოლიმპიადაზე მონაწილეობას აპირებს" - ნოვაკის მწვრთნელი ჩოგბურთელის მომავალზე
12-09-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა, გორან ივანიშევიჩმა 36 წლის სერბი ჩოგბურთელის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

2001 წლის უიმბლდონის გამარჯვებული ივანიშევიჩი აცხადებს, რომ ჯოკოვიჩი თავს კარგად გრძნობს და ის ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადაზეც კი გეგმავს თამაშს.

"ვწუხვარ, რომ წელს ნოვაკმა უიმბლდონი ვერ მოიგო. მან დანარჩენი სამი სლემი ტრიუმფალურად დაასრულა და ლონდონშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან. მიუხედავად ამისა, რაც მან 2023 წელს გააკეთა, შთამბეჭდავია.

"41 წლამდე თამაშს და ოლიმპიადაზე მონაწილეობას აპირებს" - ნოვაკის მწვრთნელი ჩოგბურთელის მომავალზე

ნოვაკმა 2023 წელს შესაძლო ოთხი სლემიდან სამი მოიგო

24 დიდი სლემზე გაიმარჯვა, თუმცა ჯერ კიდევ მშიერია და მეტი ტიტული სურს. ჯოკოვიჩი თავს შესანიშნავად გრძნობს, ის 2028 წლის ლოს ანჯელსის ოლიმპიურ თამაშებზეც გეგმავს მონაწილეობას 41 წლის ასაკში.
"
– განაცხადა ივანიშევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ხორვატი ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველ ნომერთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად 2019 წლიდან მუშაობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი