შესაძლოა, საქართველოსთან მატჩამდე შოტლანდიას "ნიუკასლის" ფეხბურთელი შეუერთდეს » სპორტის ხაზი

შესაძლოა, საქართველოსთან მატჩამდე შოტლანდიას "ნიუკასლის" ფეხბურთელი შეუერთდეს

შესაძლოა, საქართველოსთან მატჩამდე შოტლანდიას "ნიუკასლის" ფეხბურთელი შეუერთდეს
12-09-2023, 18:07
Aa Aa
გაზიარება:

სხვადასხვა ინგლისური მედიის ინფორმაციით, "ნიუკასლის" 25 წლის გარემარბი ჰარვი ბარნსი მოქალაქეობის შეცვლასა და შოტლანდიის ნაკრებში თამაშს გეგმავს.

ფეხბურთელი იმედგაცრუებულია იმით, რომ ის 2022 წლის მუნდიალისთვის ინგლისელთა გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა და ასევე უკმაყოფილოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ნდობას არ უცხადებს.

ბარნსი "ნიუკასლს" 44 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლესტერიდან" შეუერთდა



ბარნსის ბებია და ბაბუა შოტლანდიელები არიან, ამის გამო მას მოქალაქეობის შეცვლა უპრობლემოდ შეუძლია.

შოტლანდიის ეროვნული ნაკრები თბილისს 16 ნოემბერს ეწვევა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი