საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი სკანდალშია - პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო
„განმეორებით ტესტებს ველოდებით და მათ ჩატარებამდე არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ეჭვგარეშეა, რომ პოგბას სურვილი წესების დარღვევა არ ყოფილა." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაქსიმალური სასჯელი, რაც პოგბას შეიძლება დაემუქროს 4-წლიანი დისკვალიფიკაციაა. ფეხბურთელის გუნდმა დოპინგ ტესტზე პოგბას ჩავარდნის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.