ქეცბაია: "ძალიან რთული მატჩი გველის, მითუმეტეს, საქართველოსთან შედეგის შემდეგ" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "ძალიან რთული მატჩი გველის, მითუმეტეს, საქართველოსთან შედეგის შემდეგ"

ქეცბაია: "ძალიან რთული მატჩი გველის, მითუმეტეს, საქართველოსთან შედეგის შემდეგ"
12-09-2023, 09:42
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების განადგურების შემდეგ ესპანეთი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.

კვიპროსელთა ქართველმა თავკაცმა შეხვედრამდე მედიის კითხვებს უპასუხა და ესპანეთის საქართველოსთან დაფიქსირებულ შედეგსაც შეეხო:

"შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ესპანეთთან შეხვედრა მითუმეტეს რთული იქნება, თუმცა მიხარია, რომ ერთით მეტი დასვენების დღე გვქონდა. ძალიან გაგვიჭირდება, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ესპანელებმა საქართველო 1:7 დაამარცხეს გასვლაზე. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო ამას ჩემი ბიჭები მოტივაციად გამოიყენებენ.

ვფიქრობ, ჩვენ ესპანელებთან ღირსეული დაპირისპირება შეგვიძლია. ვიცით, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მათთან შეხვედრა, მაგრამ ჯერ არაფერია დაკარგული. იმედია, ჩემი ბიჭები მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ და სასურველი შედეგის დაფიქსირებას შეძლებენ",
- განაცხადა ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი