იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შეძლო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა, რითიც სატურნირო ცხრილში სიტუაცია გაირთულა.
ვინც თამაშს უყურა, დარწმუნდა, რომ ფეხბურთელებს საშინელ პირობებში მოუწიათ თამაში, რადგან მინდორი ცუდ მდგომარეობაში იყო და ბურთი თითქმის არ დაგორავდა. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მატჩის შემდეგ ელიფ ელმასმა:
"1:1 ჩვენთვის კარგი ანგარიშია. სამწუხაროდ, თამაში სამარცხვინო მოედანზე მოგვიწია და ისღა დამრჩენია, იტალიასა და მთლიან ევროპას ამის გამო მოვუბოდიშო. ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ იტალიელებისთვის, არამედ ჩვენთვისაც იყო.
ლუჩიანო სპალეტის კარგად ვიცნობ და მისი რამდენიმე მეთოდიც ვიცი. მზად ვიყავი, იმ მწვრთნელის წინააღმდეგ მეთამაშა, ვისთანაც 2 წელი გავატარე, ამიტომ დიახ, რაღაც დეტალები ვიცოდი", - განაცხადა მან.