კიტეიშვილი: "ნორვეგიასთან მატჩში სახეზე ღიმილი უნდა დავიბრუნოთ" » სპორტის ხაზი

კიტეიშვილი: "ნორვეგიასთან მატჩში სახეზე ღიმილი უნდა დავიბრუნოთ"

კიტეიშვილი: "ნორვეგიასთან მატჩში სახეზე ღიმილი უნდა დავიბრუნოთ"
11-09-2023, 22:28
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოსლოში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტებთან კომენტარი ოთარ კიტეიშვილმაც გააკეთა:

"ასეთი მძიმე წაგების შემდეგ, ცხადია ყველანი საკუთარ თავზე ვიყავით გაბრაზებული - ესპანეთთან მარცხი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

ნორვეგია საკუთარ კედლებში ითამაშებს და შესაბამისად მოტივაციაც დიდი აქვთ, თუმცა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ.

სრული დატვირთვით ვემზადებით და ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩი ესპანეთისგან განსხვავებული იქნება და სახეზე ღიმილი დაგვიბრუნდება
", - განაცხადა კიტეიშვილმა.

ცნობისთვის, ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი