საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოსლოში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიაზე არსენალის და ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა მარტინ ოდეგორმა ისაუბრა:
"კვარაცხელია საოცარი მოტამაშეა, ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია. მასთან საუბარი ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ მქონდა - უბრალოდ თამაშზე ვისაუბრეთ.
მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ლაპარაკი სასიამოვნოა, ხვიჩა კი ბრწყინვალეა", - განაცხადა ოდეგორმა.
ცნობისთვის, ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.