ვილი სანიოლი : "გვსურს ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ" » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი : "გვსურს ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ"

ვილი სანიოლი : "გვსურს ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ"
11-09-2023, 21:05
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთთან 1:7 განადგურების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ მატჩზე, ესპანეთთან მარცხზე და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ესპანთთან მატჩის შემდეგ... : "რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმ თამაშზე საუბარი, რომელიც ესპანეთთან გვქონდა. შედეგის გარდა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დავაკელით, აგრესია, სულისკვეთება. შედეგებს პატარ-პატარა დეტალების ერთობლიობა განაპირობებს. როცა ასე თამაშობ, რა თქმა უნდა, მობილიზება უნდა მოახდინო მომდევნო მატჩზე. ამ ორ დღეში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებისგან ნორვეგიასთან სულ სხვანაირ სურათს იხილავთ".

ვილი სანიოლი : "გვსურს ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ"

ესპანეთთან მარცხი ერთ-ერთი მტკინვეული მომენტი იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში

ნორვეგიასთან მატჩზე : "მოხარული ვარ, რომ ესპანეთის შემდეგ ნორვეგიას ვხვდებით. რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია, რაშიც 6 თვის წინაც დავრწმუნდით. თუმცა, სასიამოვნოა ასეთ გუნდთან თამაში, რადგან რაც ესპანეთთან ვერ ვაჩვენეთ, გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ."

ფრანგ სპეციალისტთან ერთად პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილიც გახლდათ : "ბათუმში შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში იყო, შინ ვთამაშობდით და განსხვავებული იყო მოტივაცია. ახლა ნორვეგია თამაშობს საკუთარ კედლებში და ჩვენ სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დასაფიქრებელი მარცხი განვიცადეთ, ამის შემდეგ აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება, წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ჩვენი მხრიდან საუკეთესო თამაში ვითამაშოთ ამ შესარჩევ ციკლში. მთელი გუნდი ჩვენს თავზე ვიყავით ნაწყენი და გაბრაზებული, რადგან ასეთი რამ არ უნდა დაგვმართოდა, მაგრამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედავთ. სწორედ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორ წარმოვაჩინეთ თავს ასეთი მარცხის მერე, მით უფრო, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, ხვალ განსხვავებული საქართველოს ნაკრები იქნება და განსხვავებულ ხასიათს გამოავლენს. იმედი მაქვს, ჩვენს გუნდში ღიმილიც დაბრუნდება ამ მატჩის შემდეგ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ჯგუფში პირველ ადგილს შოტლანდია იკავებს. მეორე ადგილზე ესპანეთის ნაკრებია, 3-4 პოზიციას საქართველო და ნორვეგია იყოფს, ხოლო ბოლო ადგილზე თემურ ქეცბაიას კვიპროსია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი