The Athletic: "კვარაცხელია სალაჰის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია" » სპორტის ხაზი

The Athletic: "კვარაცხელია სალაჰის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია"

The Athletic: "კვარაცხელია სალაჰის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია"
11-09-2023, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაბული კლუბები ძალიან ცდილობდნენ მო სალაჰის შეძენას, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. მიუხედავად ამისა, ბევრი გამოცემის აზრით, შეიძლება ეს ეგვიპტელის ბოლო ლივერპულული სეზონია.

შესაბამისად, გამოცემებმა სალაჰის შემცვლელის თაობაზე დაიწყეს წერა. The Athletic-ის რამდენიმე კანდიდატს შორის "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაცაა:

"მარკეტზე ბევრი კარგი ცაცია მარჯვენა ვინგერი არაა, ამიტომ შეიძლება, "ლივერპულმა" ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იყიდოს და გამოცადოს, როგორ მოერგება ამ ყველაფერს. გასულ სეზონში აფეთქების შემდეგ კვარაცხელიამ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა და იქცა 100-მილიონიან მოთამაშედ."


მიუხედავად კვარაცხელიას ვარიანტისა, "ლივერპულისთვის" მთავარ პრიორიტეტად კილიან მბაპე რჩება. მერსისაიდელები მის სიტუაციას აქტიურად ადევნებენ თვალს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი