ვოლკანოვსკი: "თოფურია ილაპარაკებს, მე კი მას ვცემ" » სპორტის ხაზი

ვოლკანოვსკი: "თოფურია ილაპარაკებს, მე კი მას ვცემ"

ვოლკანოვსკი: "თოფურია ილაპარაკებს, მე კი მას ვცემ"
10-09-2023, 23:33
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი კატეგორიის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ამბობს, რომ სავარაუდოდ მალე ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, ბრძოლა მომდევნო წლის დასაწყისში უნდა შედგეს:

"აიართან ბრძოლის შემდეგ თოფურიას შევხვდი კიდეც და მას თვალებში ჩავხედე. ვუთხარი, რომ უფრო მაღალი წარმომედგინა. რომ არ მოგატყუოთ, თოფურიასთან ბრძოლის შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვარ და მოუთმენლად ველოდები. ის გაუჩერებლად ილაპარაკებს, უყვარს, როდესაც მედიაში აქტუალურია, ამიტომ, ვფიქრობ, მაყურებელს დააინტერესებს, თუმცა მე მას სახეში მუშტებს შევთავაზებ.

ჩვენს წონაში ბევრი კარგი მებრძოლია, მაგრამ ქამართან ახლოს ყველაზე ახლოს სწორედ თოფურიაა, თანაც მასთან ჩხუბი მინდა. შეიძლება სხვა მებრძოლებმაც ბევრი იშრომეს, თუმცა მატადორი ყველაზე ახლოსაა სატიტულო ბრძოლასთან.

თოფურია ესპანეთში და ევროპაში ძალიან პოპულარულია და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები, მინდა, რომ მას 0-იანი წავართვა.

მაქს ჰოლოვეი? დიდებული მებრძოლია, მაგრამ უკვე ბევრჯერ დავამარცხე და არამგონია, ხალხს ეს ბრძოლა კვლავ აინტერესებდეს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.