მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა - გერმანია ჩემპიონია! » სპორტის ხაზი

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა - გერმანია ჩემპიონია!

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა - გერმანია ჩემპიონია!
10-09-2023, 19:14
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გაიმართა საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და სერბეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გერმანია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ყველა თამაში მოიგო. ისინი ამ ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.




ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო 28 ქულით დენის შრიოდერი იყო, სერბეთის ნაკრებიდან 21 ქულა ჰქონდა ლეკსა ავრამოვიჩს.




მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს აშშ და კანადა დაუპირისპირდნენ,
კანადამ აშშ საოცრად სანახაობრივ მატჩში დაამარცხა და ბრინჯაო მოიპოვა.

საპრიზო ადგილები გერმანიამ, სერბეთმა და კანადამ დაიკავეს.
გერმანიის ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსთან ერთად იმყოფებოდა. იმ მატჩში საქართველო 73:100 დამარცხდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე დენის შრიოდერი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.