ოფიციალურად: მარკო ვერატი კარიერას ყატარში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: მარკო ვერატი კარიერას ყატარში გააგრძელებს

ოფიციალურად: მარკო ვერატი კარიერას ყატარში გააგრძელებს
10-09-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად: მარკო ვერატი კარიერას ყატარში გააგრძელებს.

მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში იტალიელ ფეხბურთელს ევროპის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ყველაზე სავარაუდო საუდის არაბეთში ტრანსფერი იყო, რომელიც არ შედგა, რის გამოც ვერატიმ ყატარს მიაშურა.

"ალ არაბი" ვერატის სანაცვლოდ "პსჟ"-ს 45 მილიონ ევროს გადაუხდის. ფეხბურთელი დოჰაში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება და ყატარულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ვერატი "ალ ჰილალში" უნდა გადასულიყო, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. მარკოს 11-წლიანი პარიზული კარიერა დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი