მაისაშვილი: "ჩვენი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობა იყო" » სპორტის ხაზი

მაისაშვილი: "ჩვენი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობა იყო"

მაისაშვილი: "ჩვენი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობა იყო"
10-09-2023, 13:53
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მარცხი იგემა - ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან 15-35 დამარცხდნენ.

შეხვედრის შემდეგ ქართველთა თავკაცმა, ლევან მაისაშვილმა, თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ თავისი შეგირდების გარჯით უკმაყოფილოა:

"ძალიან ცუდი თამაში იყო. თავიდანვე წნეხში მოვაქციეთ საკუთარი თავები და შეცდომები დავუშვით, თუმცა მეორე ტაიმში ხარისხი ოდნავ გამოსწორდა. იმედგაცრუებული ვარ, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვწუხვარ, რომ ქულები ვერ დავაგროვეთ. ეს პირველი შეხვედრა იყო, ამ მატჩს გავაანალიზებთ, შეცდომებს ვიპოვნით და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ",
- განაცხადა მაისაშვილმა.

შემდეგ შეხვედრაში ქართველები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი