19 წლის ამომავალი ვარსკვლავი - US Open-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს » სპორტის ხაზი

19 წლის ამომავალი ვარსკვლავი - US Open-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს

19 წლის ამომავალი ვარსკვლავი - US Open-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს
10-09-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

WTA-ის მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერმა, კოკო გაუფმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალურ მატჩში მეორე ჩოგანი, არინა საბალენკა სამ სეტში, 2-6; 6-3; 6-2 დაამარცხა და დიდი მუზარადის ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

19 წლის ჩოგბურთელი კარიერაში მეექვსე და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტულს დაეუფლა. 2023 წელი კოკომ ოკლენდის ტურნირის მოგებით დაიწყო. ივლისში კი ვაშინგტონის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ხოლო გასულ თვეში ცინცინატის 1000-იანი კატეგორიის ტურნზე პირველობა არავის დაუთმო.

ამასთანავე, სერენა უილიამსის შემდეგ, კორი გაუფი აშშ-ის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. 1999 წელს სერენამ US Open 17 წლის ასაკში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგში გაუფი მესამე ჩოგანი გახდა, რაც მისთვის კარიერაში საუკეთესო შედეგი იქნება. ხოლო, ფინალისტი არინა საბალენკა რეიტინგს სათავეში ჩაუდგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი