"ტოტენჰემში" გატარებული მრავალი წლის შემდეგ , ჰარი კეინი "ბაიერნში" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მიუნხენში კეინმა უკვე ითამაშა 4 შეხვედრაში, გაიტანა 3 გოლი და ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა.
ჰარი საუბრობს, თუ რა განსხვავებაა "ტოტენჰემსა" და "ბაიერნს" შორის.
" "ტოტენჰემში" გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ თუ რამდენიმე თამაშს მოგების გარეშე ჩაატარებდი, ეს არ იყო კატასტროფა.. "ბაიერნში" შენ ყველა თამაშის მოგება გიწევს".
" პირველ ორ თამაშში 4:0 და 3:1 ანგარიშებით გამარჯვების შემდეგ იყო იმაზე საუბარი, რომ არ ვიყავით კმაყოფილები გუნდის თამაშით! ტოპ კლუბის მენტალიტეტი!" - ამბობს ინგლისელი ცენტრ-ფორვარდი.