პელეს რეკორდი გაუმჯობესებულია - ნეიმარი ნაკრებში პირველია » სპორტის ხაზი

პელეს რეკორდი გაუმჯობესებულია - ნეიმარი ნაკრებში პირველია

პელეს რეკორდი გაუმჯობესებულია - ნეიმარი ნაკრებში პირველია
9-09-2023, 16:02
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარის ევროპული საკლუბო კარიერა მოსალოდნელზე ადრე დამთავრდა, ის ეროვნულ ნაკრებში ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს.

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლივიას უმასპინძლა და 5-1 გაანადგურა, ხოლო "ალ ჰილალის" შემტევის ანგარიშზე დუბლი იყო.

ნეიმარის ეს დუბლი არა მხოლოდ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სელესაოს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, არამედ ის ქვეყნის ისტორიაში შევიდა - 79 გოლით ნეიმარმა პელეს რეკორდი გააუმჯობესა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნეიმარის ანგარიშზე 125 თამაში 79 გატანილი გოლია, აქამდე კი ეს რეკორდი პელეს ეკუთვნოდა, რომელმაც 78 გოლის გატანა ნაკრებში ჩატარებულ 92 შეხვედრაში მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა ბოლივიასთან ჰეთთრიკის შესრულების შესაძლებლობა გაუშვა - მან მე-17 წუთზე პენალტი გააცუდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.